FBI-ის ინფორმაციით, 16-დან 20 იანვრის ჩათვლით აშშ-ის ყველა შტატის მთავარ ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონშიც შეიარაღებული საპროტესტო გამოსვლები იგეგმება. 20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ინფორმაცია მას შემდეგ მიიღო, რაც ინაუგურაციის დღესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
მას შემდეგ, რაც 6 იანვარს აშშ-ის კონგრესში დონალდ ტრამპის შეიარაღებული მხარდამჭერები შეიჭრნენ, ფედერალური, სახელმწიფოს და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები განსაკუთრებით მობილიზებულები არიან
FBI მიუთითებს, რომ შეიარაღებული გამოსვლები 16 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდში იგეგმება. ვაშინგტონში კი ის 17 იანვარს გაიმართება ამასთან, გამოძების ფედერალური ბიურო მიუთითებს, რომ ძალადობრივი პროტესტი შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპს კონსტიტუციის 25-ე შესწორების საფუძველზე პრეზიდენტის პოსტს 20 იანვრამდე დაატოვებინებენ.